
ჩვენს შესახებ ....
მივესალმები ყველა იმ ადამიანს ვინც დაინტერესებულია მწვანე ბარათის ( Green Card ) ლატარიაში მონაწილეობაზე, მინდა ჩვენს შესახებ ცოტა რამ მოგიყვეთ...
მე და ჩემი მეგობრები უკვე 2002 წლიდან ვიღებთ მონაწილეობას ამერიკის მწვანე ბარათის გათამაშებაში, მართალია, დიდი იღბალი უნდა რომ მოიგო მაგრამ დიდი წვლილი შეგვაქვს ჩვენი მოსახლეობის დახმარებაში. ჩვენ გვსურს რომ ჩვენთან შევსებული აპლიკაცია გამარჯვების ტოლფასი იყოს, გამარჯვების შემდეგაც სულ გამწვანებული ყოფილიყოს მისი ცხოვრება ( მაგრამ მოგების შემდეგ გიწევს რადიკალურად ცხოვრების შეცვლა ) ბრძოლა იმისი რომ უკეთ აიწყო ცხოვრება, მაგრამ თუ ხართ მონდომებულები, გაქვთ წინ ხედვის უნარი დამიჯერეთ ბევრ რამეს მიაღწევთ, ამერიკა ძლიერი ქვეყანაა, თავისი კანონებით. გვყავს ბევრი ახლობლები ვინც წავიდა ვერ მიეჩვია იქაურ ცხოვრებას და საქართველოში ჩამოვიდა, არ ეყოთ ძალა და მონდომება, რაც მაღლა ვახსენე, თუ ახალგაზრდა ხარ აუცილებელია ისწავლო ჩააბარო სადმე და დაეუფლო სპეციალობას, და რაც ყველაზე მთავარია და გარდაუვალი, უნდა ვიცოდეთ ინგლისური, ეს ის ერთადერთი რამეა რაზეც იქნება დამოკიდებული თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, კომუნიკაცია ნებისმიერ ადგილას. ამერიკაში არის ადგილები სადაც ქართველები და არამარტო ქართველები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩასულები არიან, ახლად ჩასული ადამიანისთვის ვინც არ იცის ინგლისური დროებით ყოფნა შეიძლება მაგრამ ვერ გეტყვით რომ მანდ ყოფნას გისურვებთ. უმჯობესია თუ ვინმე გყავთ ნაცნობი დაეკონტაქტოთ რომ გირჩიონ თუ სად და რომელ ქალაქში იყოთ და მალევე დაეუფლოთ ინგლისურ ენას. ( დამატებითი კითხვებისთვის დამიკავშირდით )
გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს
მოიგე მწვანე ბარათი – იარე მუდამ მწვანეზე